საზოგადოება

დედაენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

02.05.19 17:00


“კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმის − ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ძეგლებს: არმაზისციხეს, მცხეთის აკლდამას, ბებრის ციხეს, არმაზისხევის კომპლექსს, სამთავროს სამაროვანს, ნამოსახლარებსა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − „დედაენას“ (ქართული საანბანო სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.“.,-ნათქვამია დადგენილებაში.

ამასთანავე დადგენილებაში ვკითხულობთ “კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი უძრავი ძეგლისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის − „დედაენისთვის“ (ქართული საანბანო სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი) ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ“.




წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები