საზოგადოება

ირაკლი კობახიძე საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დაწყებას ულოცავს

06.05.19 10:45


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახი მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დაწყება მიულოცა.

"ჩვენს მუსლიმ თანამოძმეებს ვულოცავ წმინდა რამადანის თვის დაწყებას!

ჩვენ საერთო სამშობლო, ისტორია, სიხარული და მიზნები გვაერთიანებს.

თქვენ ხართ უმნიშვნელოვანესი და განუყოფელინაწილი ჩვენი ქვეყნისა და გამორჩეულ როლს ასრულებთ საქართველოს განვითარებაში.

მწამს, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ საქართველოს გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული მომავლის შექმნას.

საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ რამადანის დაწყებას. მშვიდობას, კეთილდღეობასა დადღეგრძელობას გისურვებთ",-ნათქვამია კობახიძის მილოცვაში.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები