პოლიტიკა

გიორგი გახარია - თითოეული ჩვენი ნაბიჯი შემდგომში უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული

04.06.20 12:00


თითოეული ჩვენი ნაბიჯი შემდგომში, მომავალში, ყოველდღიურად უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის შესაძლებლობა, საქართველო წარმატებით გაუმკლავდეს ეკონომიკურ კრიზისსაც.

„ეპიდემიოლოგიურად დღეს ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გეგმა, რომელსაც მივყვებით, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, ეფექტურად გვაძლევს ვირუსის გავრცელების კონტროლის შესაძლებლობას, თითოეული ჩვენი ნაბიჯი შემდგომში, მომავალში, ყოველდღიურად უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ შევძლებთ, ჩვენ წარმატებით გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისსაც და ამაზე ცოტა მოგვიანებით.

ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს უნდა იყოს და ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის, რა თქმა უნდა, ინფიცირების შესაძლო სწრაფი, უსწრაფესი გამოვლინება, ჩვენი მოქალაქის ეფექტური, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ მისი ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში ასევე სწრაფად დაბრუნება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ადაპტაციისა და მართვის, ვირუსთან ერთად ცხოვრების; ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ უნდა ვმართოთ ჩვენ ეს რისკები, ვირუსის გავრცელების სისწრაფისა და მისი გეოგრაფიის“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ძირითადი მიზანი არის ვირუსის სწრაფი გამოვლენა და მკურნალობა, ადამიანების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება.

„ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი, თითოეული ჩვენგანის, თითოეული მინისტრისა და თითოეული სამინისტროსი – სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და სწრაფად ადამიანების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები