პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!

22.05.24 13:20


პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

"ბატონი კობახიძის თურქეთში ვიზიტის დროს დაესვა წერტილი ბოლო პერიოდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ აფერას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იხსნა საქართველო ომისგან და ახლაც არიდებს ქვეყანას ომს. პირველი კითხვაა, მაინც ვისთან ომისგან გვიხსნა „ოცნებამ“, როცა ქართველი ხალხი მიიჩნევს, რომ ჩვენს სუვერენიტეტს მხოლოდ რუსეთი ემუქრება, ხოლო „ოცნება“ მიიჩნევს, რომ გვემუქრება ევროპა და ამერიკა, ანუ ის, ვინც რეალურად უზრუნველყოფდა ჩვენს სუვერენიტეტს 90-იანი წლებიდან მოყოლებული.

 

და რა შუაშია კობახიძის ვიზიტი თურქეთში?

 

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კობახიძესთან შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოებაზე თურქეთი ზრუნავს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანაში ვერ შემოიჭრება და ომს ვერ გაგვიჩაღებს, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს და მუშაობს სამხრეთის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ეკონომიკური ინტერესი და ზოგადად, თურქულ-შუააზიურ-ჩინური ინტერესები. ასე რომ, ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!" - აცხადებს ოქრიაშვილი.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები