მსოფლიო

Politico - ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ვიზიტის დროს ნატო-ს რუსული რაკეტების ჩამოგდებას სთხოვს

23.05.24 13:15


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიმდინარე თვეში საფრანგეთში ჩავა, შემდეგ კი იტალიაში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას დაესწრება, - ინფორმაციას Politico სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, უკრაინის პრეზიდენტის განრიგი ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მოსალოდნელია, რომ ზელენსკი ამ ვიზიტებს იმისთვის გამოიყენებს, რომ ითხოვოს დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენა და ნატო-ს მიერ რუსული რაკეტების ჩამოგდება, როგორც ეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ გააკეთეს, როდესაც ირანი თავს დაესხა ისრაელს.

 

ვიზიტების დროს, ზელენსკი ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს ასევე სთხოვს რუსული აქტივების კონფისკაციას, უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციის დაფინანსებისთვის გამოყენების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს განიხილავენ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელიც 13-15 ივნისს იტალიაში გაიმართება.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები