პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი - რა შიშზეა საუბარი, როცა ერთ პინაზე დევს საქართველოს სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები, მეორე პინაზე - სანქციები? შანტაჟის ენით საუბარი გაუმართლებელია

23.05.24 14:38


რა შიშზეა საუბარი, როცა ერთ პინაზე დევს საქართველოს სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები და მეორე პინაზე – სანქციები? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის მხრიდან შანტაჟის ენით საუბარი გაუმართლებელია.

 

„ჩვენი წინაპრები საკუთარი სამშობლოს გამო თავს სწირავდნენ და ზიარებით მიდიოდნენ ბრძოლის ველზე, საიდანაც ბევრი მათგანი ცოცხალი ვერ ბრუნდებოდა. ჩვენმა ქვეყანამ 21-ე საუკუნემდე დიდი თავგანწირვის ფასად მოაღწია. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნარეკლიან გზას გადახედეთ. რა სანქციაზეა საუბარი, როცა ერთ პინაზე დევს საქართველოს სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები და მეორე პინაზე – სანქციები? რა შიშზეა საუბარი? პარტნიორ და მეგობარ ქვეყანაზე როცაა საუბარი, გაუმართლებელია ამხელა შანტაჟი და ამ ენით საუბარი ამხელა ისტორიისა და კულტურის მქონე ხალხთან. საბედნიეროდ, ამერიკასა და ევროპაში არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ღირსეულად აფასებენ. თუ გინდა, ღირსეული მეგობარი და პარტნიორი გყავდეს, მის გაძლიერებას ხელი უნდა შეუწყო და არა მუდმივად რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობა იყოს“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები