პოლიტიკა

გიგი წერეთელი ირაკლი შოთაძის გადადგომაზე - ხელისუფლების რღვევის პროცესი გაგრძელდება და საბოლოოდ დემოკრატიული ცვლილებით დასრულდება

23.05.24 15:20


“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.

 

გიგი წერეთლის თქმით, ამ ვითარებაში ისეთი საკვანძო ფიგურის მიერ პოსტის დატოვება, როგორიც გენერალური პროკურორია, მიუთითებს ხელისუფლებაში დაწყებულ რღვევის პროცესზე.

 

„საზოგადოების მძაფრი პროტესტი მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფაქტორია და ასევე ის საგარეო ვითარება, რომელიც შექმნა ხელისუფლების აბსოლუტურად უგუნურმა და დამაზიანებელმა ნაბიჯებმა.

 

არსებული პოლიტიკის წინააღმდეგ ეს პროცესები აუცილებლად გაგრძელდება, კიდევ უფრო გაღრმავდება და საბოლოოდ დასრულდება დემოკრატიული ცვლილებით“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

 

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. შოთაძის განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

 

მისი თქმით, ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით უწევს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები