პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი - უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები ჩამოდიან და რადიკალური ჯგუფების სასარგებლოდ განცხადებებს აკეთებენ, ეს რადიკალიზმს ახალისებს

23.05.24 17:15


უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები თავს საქართველოს ვითომ მეგობრებად მიიჩნევენ, ჩამოდიან და რადიკალური ჯგუფების სასარგებლოდ განცხადებებს აკეთებენ. ეს მხოლოდ რადიკალიზმს ახალისებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალურ ჯგუფებს ახალისებს ისეთი მიდგომები, როდესაც სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები გამოდიან.

 

„რადიკალიზმის წახალისება ხდება, სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები გამოვიდნენ, რაც იმას ადასტურებს, რომ რადიკალურ ჯგუფებს ეს მიდგომები ახალისებს და მხარს უჭერს რადიკალიზაციისთვის. ეს ხომ ფაქტია? ამას შეფასება არ სჭირდება. უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები თავს საქართველოს ვითომ მეგობრებად მიიჩნევენ, ჩვენთან ჩამოდიან და რადიკალური ჯგუფების სასარგებლოდ განცხადებებს აკეთებენ. ეს მხოლოდ რადიკალიზმს ახალისებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები