პოლიტიკა

კახა კალაძე: ექვსი წლის წინათ ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს

01.10.18 12:00


2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მმართველი გუნდის შეკრების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ქართველი ხალხის წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები მეხსიერებიდან არ იშლება, რის გამოც საკადრისი პასუხი მიიღო საზოგადოებისგან.

„ამ დანაშაულთა გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართველი ამომრჩევლისგან, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, რომლის დამფუძნებელი, სულის ჩამდგემლი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი, მიიღო საკადრისი პასუხი როგორც 2012 წელს, ისე ყველა შემდგომ არჩევნებში.

„ქართული ოცნების“ ექვსწლიანი მმართველობის შედეგად, ჩამოყალიბდა ადამიანზე და მისი ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა: აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა: აღიკვეთა პატიმრების სისტემური წამება და გაუპატიურება, 12-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობა, ორნახევარჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, სახელმწიფო აღარ უპირისპირებს სისასტიკეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას; აღიკვეთა ელიტური კორუფცია და ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო; დასრულდა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე.

უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი ყველაზე მაღალი ევროპული სტანდარტით”, – განაცხადა კახა კალაძემ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები