პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი - რატომ ყოყმანობს ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით? - ამის უკან კეთილი სურვილი დგას

03.10.18 12:45


კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ნაწილი საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს.

როგორც ჯეიმს აპატურაი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, ალიანსის წევრთა ნაწილი შიშობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი მოსალოდნელი საფრთხის რისკს გაზრდის.

„რასაც ისინი ამბობენ არის ის, რომ MAP-ი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს.

უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ ნატო-ში წევრობა უზრუნველყოფს. ისინი შიშობენ იმის რისკს, რომ პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა, როგორიც არის MAP-ის მინიჭება, პოტენციურად გაზრდის რისკს საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან.

ეს საქართველოსთვის რისკებს ზრდის იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი არ არის MAP-ით. ეროვნული წლიური პროგრამის ფარგლებში ჩვენ საქართველოს წევრობისთვის მომზადებაში ვეხმარებით და ამავდროულად პოლიტიკურ რისკებს არ ვზრდით. დადგება მომენტი, როდესაც MAP-ი და გაწევრიანება იქნება. ალიანსის ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ ეს მომენტი დადგა, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ეს დრო ჯერ არ დამდგარა. თუმცა, ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ნატო-ს საქართველოში და საქართველოს ნატო-ში ყოფნის გაღრმავებაზე.

თქვენ მკითხეთ, თუ რატომ ყოყმანობს ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით. მე გიპასუხეთ ამ კითხვაზე. ეს პასუხი ემსახურება იმას, რომ საქართველოს ნატო-ში წევრობისთვის დავეხმაროთ პრაქტიკული თვალსაზრისით და საქართველოს უსაფრთხოების შენარჩუნებით და ნატო-ს სტანდარტების დაკმაყოფილების დახვეწით. ამის უკან კეთილი სურვილი დგას“, - აცხადებს აპატურაი.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები