პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო მასშტაბით ტოპ ხუთეულში

03.10.18 17:30


ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო მასშტაბით ტოპ ხუთეულში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კიდევ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მთავრობა აფასებს ამა თუ იმ რეფორმას, არის ის, თუ რამდენად დაეხმარება ის ქვეყანას, რომ სწორედ საქართველო იყოს წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი რეიტინგის ტოპ ხუთეულში.

მთავრობის მეთაურმა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა იმ რეიტინგზე, რომელიც ფრეიზერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა და რომლის მიხედვითაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო 162 ქვეყანას შორის 7-ე ადგილზეა.

„ჩემი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა გავრცელდა, რომელიც ფრეიზერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რეიტინგია ჩვენთვის. საქართველო ორი საფეხურით კიდევ დაწინაურდა, 162 ქვეყანას შორის 7-ე ადგილზე ვართ, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ ის, თუ რა დავალებაც აქვს ყველა შესაბამის სამინისტროს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უნდა იყოს ტოპ ხუთეულში ყველა მნიშვნელოვან რეიტინგში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა მნიშვნელოვან ფოკუსს აკეთებს ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რადგან ინფრასტრუქტურის არასათანადო განვითარება არის მნიშვნელოვანი ბარიერი საქართველოში მეტად ინკლუზიური და ზრდადი ეკონომიკური პროგრესის მისაღებად.

„წლევანდელი ბიუჯეტი ამ თვალსაზრისით არის მართლაც უპრეცენდენტო და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში კიდევ უფრო ამბიციური ციფრებია ჩადებული და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად შევძლებთ, რომ იმ ციფრებს და იმ ნიშნულებს მივაღწიოთ, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები