ეკონომიკა

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11%-ით გაიზარდა

02.05.16 22:20


2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 712 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება, რათა რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქცია მოხვდეს ევროპის ბაზარზე, განაცხადა საქართველოში ვიზიტის დროს ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრიომმა.

შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ (DCFTA) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. მას ხელი ბრიუსელში გასული წლის 27 ივნისს მოეწერა. შეთანხმება მოიცავს სატარიფო და ასევე არასატარიფო ბარიერების მოხსნას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრის დარეგულირებას.

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტმა 111 მლნ აშშ დოლარი (35%-ით ნაკლები) შეადგინა, ხოლო იმპორტმა — 601 მლნ აშშ დოლარი (28%-ით მეტი).

ევროკავშირის ქვეყნებზე საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 33% მოდის (2015 წლის იანვარ-მარტში ეს მაჩვენებელი 28% იყო). ევროკავშირის ქვეყნებზე საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის 39% მოდის (2015 წლის იანვარ-მარტში ეს მაჩვენებელი 23%-ს შეადგენდა).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) იანვარ-მარტის პერიოდში 2,41 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 7%-ით ნაკლებია.

წყარო : Sputnik Georgia /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები