ეკონომიკა

გიორგი ჩოგოვაძე: საქართველოში კიდევ მეტი რუსი ტურისტი ჩამოვა

05.05.16 1:20


საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ქვეყანაში რუსი ტურისტების მოსაზიდად, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.


რუსეთის მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობით მეოთხე ადგილზე არიან. მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოში უკვე ჩამოვიდა რუსეთის 219 ათასი მოქალაქე, რაც 20%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსი ტურისტების მიზიდვით მთელი მსოფლიოა დაინტერსებული.
დღეისათვის საქართველოში ვიზიტორების რაოდენობით ლიდერობენ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. სულ 2016 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში დაახლოებით 1.6 მლნ ტურისტი ჩამოვიდა, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


წყარო : Sputnik საქართველო /www. sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები