პოლიტიკა
26.09.18 14:30
სოფო კილაძე კონფერენციაზე „ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა შსო-ს 81-ე შრომის ინსპექციის შესახებ კონვენციასა და 1995 წლის შესაბამის პროტოკოლთან“ სიტყვით გამოვიდა.
„ჩემთვის დიდი პატივია აქ მოგმართოთ სიტყვით, რადგანაც ეს არის კონფერენცია, რომელიც ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება და ადამიანურ ტრაგედიებს უკავშირდება. ეს საკითხი ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მწვავედ და აქტიურად იდგა ჩვენი პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგში. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ არაერთი დაღუპული და დასახიჩრებული ადამიანი სამუშაო ადგილზე“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.
დეპუტატის თქმით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანაა, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ამ რისკებს და ქვეყანას თავიდან ააცილებს ასეთ ადამიანურ ტრაგედიებს.
„ჩვენი საზრუნავია ადამიანი, მისთვის უსაფრთხო გარემოს, ღირსეული შრომის პირობების შექმნა, და ეს, რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ბოლო წლებში ცვლილებების რამდენიმე პაკეტი შევიმუშავეთ. ერთი, რომელიც წელს მივიღეთ, უკვე ამოქმედდა. ჩვენ უკვე აქტიური დისკუსია გვაქვს პარლამენტში ცვლილებების ახალი პაკეტის ირგვლივ, რომელიც უკავშირდება სწორედ შრომის ინსპექციას, 1947 წლის კონვენციას და 1955 წლის ოქმს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გვყავდეს ძლიერი შრომის ინსპექცია, რომელიც უზრუნველყოფს იმ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების მონიტორინგს, რომელიც უკვე გვაქვს კანონმდებლობაში. მთავარი არის, რომ მან შეასრულოს თავისი ვალდებულება, ჰქონდეს ფართო უფლებამოსილება და ამით მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული დასაქმებულის უფლებები“, - აღნიშნა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, საშემოდგომო სესიის დასრულებამდე საქართველოს პარლამენტი აღნიშნული ცვლილებების პაკეტს მიიღებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს შექმნის უსაფრთხოების და შრომითი უფლებების დაცვის ძალიან მყარ გარანტიებს“, -განაცხადა დეპუტატმა.
ორ დღიანი რეგიონალური კონფერენცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ITUC და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების GTUC ორგანიზებით იმართება.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 55
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24