პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე ნიუ-იორკში ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა

27.09.18 10:45


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიუ-იორკში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და პროკურორის ოფისთან, რათა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გამოძიების პროცესს. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ სრულფასოვნად იქნება გამოძიებული ქართველთა ეთნიკური წმენდა, სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა, ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ომის დანაშაულები და გორის დაბომბვისას რუსეთის მიერ “ისკანდერის” გამოყენება.

შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლო ოქტომბერში თბილისში მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს; ასევე, იგეგმება მნიშვნელოვან შეთანხმებაზე ხელმოწერა პატიმრების გაცვლის სფეროში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები