პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

27.09.18 14:45


საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა და 111 მსჯავრდებული შეიწყალა, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართ​ულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქორიძის თქმით, შეწყალებულ პირთაგან 42 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს.

მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და სამი ქალია, ხოლო ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 69 პირს, მათ შორის 4 ქალბატონსა და 6 არასრულწლოვანს.

შეწყალების საკითხთა კომისიამ 19-23 სექტემბრის პერიოდში 866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები