პოლიტიკა

კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი

27.09.18 15:00


„ძალიან მძიმე დღეა – შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი.

25 წლის წინ, ამ დღეს აფხაზეთის ოკუპაციას სისხლიანი წერტილი დაესვა”, – განაცხადა დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მისულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

“აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა და ჩვენ, მომავალმა თაობებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი, არამხოლოდ როგორც ჩვენი ერთიანი ტერიტორიის ნაწილი, არამედ დავიბრუნოთ აფხაზი ხალხი – ჩვენი ძმები და დები. ერთობას, სიმშვიდეს, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას ნამდვილად ვერაფერი შეცვლის. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად ვიყოთ“, – ამბობს კალაძე.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

აფხაზებისთვის დღევანდელი დღე სოხუმის გათავისუფლების დღეა, რომელსაც სადღესასწაულო ღონისძიებებით აღნიშნავენ.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები