პოლიტიკა
27.09.18 15:15
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
მოქალაქეთათვის სწრაფი და ეფექტიანი იურიდიული დახმარების მიღების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მომზადდა თანამშრომლობის დოკუმენტი, რომელზეც დღეს ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
თანამშრომლობის დოკუმენტით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა ვალდებულება აიღო, კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, მოქალაქეს, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს ხარჯზე გაუწიოს იურიდიული დახმარება/კონსულტაცია, შეუდგინოს სამართლებრივი დოკუმენტი, ან გამოიყენოს იურიდიული დახმარების სხვა ფორმა. სამსახური უზრუნველყოფს მოქალაქეს კვალიფიციური მომსახურებით უმოკლეს ვადაში, ან გადაამისამართებს სხვა, შესაბამისი სერვისის მქონე ორგანიზაციაში.
თანამშრომლობის დოკუმენტით, ასევე, რეგულირდება კომიტეტის ზედამხედველობის ფორმა და სამსახურის ანგარიშგების სიხშირე მოქალაქეთათვის გაწეული საქმიანობის შესახებ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმება ემსახურება იმ ადამიანების უკეთესად და უფრო ეფექტიანად დაცვას, რომლებიც კომიტეტს იურიდიული დახმარების გაწევის თხოვნით მომართავენ. „ჩვენ ამ სამუშაო დოკუმენტით დავნერგეთ ისეთი სისტემა, რომლითაც მოქალაქეები, რომლებიც კომიტეტს მომართავენ, იურიდიულ დახმარებას მიიღებენ მაქსიმალურად სწრაფად. ამიტომ ეს ჩვენი მოქალაქეების გარკვეული სეგმენტის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს", -განაცხადა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ამ მანდატის კიდევ უფრო გაფართოებაზე ზრუნვას გააგრძელებენ.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის, მელიტონ ბენიძის განცხადებით, აღნიშნული უწყება მზად არის ამ გამოწვევისთვის როგორც ადამიანური რესურსების, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. „მინდა აღვნიშნო, რომ შედარება არ არის იმ მდგომარეობასთან, რაც 2012 წლამდე იყო. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამ და სამსახურისთვის დამოუკიდებელი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყების სტატუსის მინიჭებამ ახალი ბიძგი მისცა ამ პროცესის განვითარებას და, ჩვენ არამც თუ დამოუკიდებლად ვმართეთ ჩვენი სამსახური, არამედ ახალი ვალდებულებებიც ავიღეთ“, - განაცხადა მელიტონ ბენიძემ.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24