პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი – ექვსი წელია საქართველოს ჰყავს ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა

01.10.18 14:30


„ექვსი წელია საქართველოს ჰყავს ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა, რომელიც ზრუნავს ქვეყნის, თითოეული ოჯახის განვითარებაზე და პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის ძირეული ცვლილებები ფასეულობათა სისტემაში, რაც განგვასხვავებს წინა ხელისუფლებისგან“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ ექვსწლიანი მმართველობის შეფასებისას განაცხადა.

„როცა შეცდომებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, უფრო მართებული იქნება, შეცდომების ნაცვლად გასაკეთებელი საქმეები, დასაძლევი პრობლემები ვუწოდოთ. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იგრძნოს ეკონომიკური პროგრესი, ყველას ჰქონდეს ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაზე, სხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგის რეჟიმშია.

„ესეც ჩვენი განმასხვავებელი ნიშანია – ყველა აქტუალურ თემაზე ვისმენთ, როგორც მოქალაქეების, ისე მესამე სექტორის, ექსპერტების შეფასებებს და მათი პოზიციის გათვალისწინებით, შეგვიცვლია კიდეც გადაწყვეტილებები. არ ვართ ჩაკეტილი ხელისუფლება, რომელიც ქედმაღლურად უყურებს ხალხს და ეს ჩანს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები