პოლიტიკა

„საქართველო არ იქნება იძულებული გააკეთოს არჩევანი ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ს წევრობას შორის“

02.10.18 17:40


ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო არ იქნება იძულებული გააკეთოს არჩევანი ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ს წევრობას შორის. ამის შესახებ გენმდივანმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

„ნატო-ს ყველა ლიდერი შეთანხმდა იმ პოზიციაზე, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება.

ჩვენ ასევე ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირეთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ეს კი მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. საქართველო იძულებული არ იქნება არჩევანი გააკეთოს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ში წევრობას შორის.

საქართველო ალიანსის წევრი გახდება, როდესაც ნატო-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ჩვენ საქართველოს ამაში დავეხმარებით, დავეხმარებით რეფორმების იმპლემენტაციაში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ამასობაში კი ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მეტი ნატო გვაქვს საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში. მაშინ როდესაც ჩვენ საქართველოს გაწევრიანებისკენ ვმუშაობთ ჩვენ ჩვენს პარტნიორობას ვაძლიერებთ“, – განუცხადა იენს სტოლტენბერგმა „ინტერპრესნიუსს“.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები