პოლიტიკა

სკანდალურ ჩანაწერებს პრემიერი-მინისტრი გამოეხმაურა

03.10.18 11:45


„ომეგა ჯგუფისა“ და ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა, მამუკა ბახტაძის თქმით, გაჩენილ კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, თუმცა არასწრორია ომეგა ჯგუფის ბიზნესსაქმიანობის მედიის თავისუფლებასთან გაიგივება.

„მიმდინარეობს გამოძიება, იმ ადამიანებს ვინც ფიგურირებენ ამ ჩანაწერებში აქვთ უფლება, საგამოძიებო ორგანოებს, ისევე როგორც საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია.

იმისთვის, რომ ყველა კიდევ ერთხელ კარგად დარწმუნდეს თუ რასთან გვაქვს საქმე. ასევე მე გავაკეთე კომენტარი უკიდურესად უპასუხისმგებლო ქცევაზე, რომელიც უკავშირდება იმ საკითხს, რომ ცდილობენ დაუკავშირონ თავისუფალი მედიის ფუნქციონირება საგადასახადო საკითხებს. არსებობს კომერციული საქმიანობა, არსებობს ბიზნესი. “- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები