პოლიტიკა
03.10.18 17:45
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და კანცლერს ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს.
"ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ გერმანიის რესპუბლიკის ნაციონალური დღესასწაული - გერმანიის გაერთიანების დღე. ამ არაჩვეულებრივ დღეს, მსურს აღვნიშნო, რომ გერმანიის გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა ათწლეულების მანძილზე არსებული დაპირისპირება და განაპირობა სამომავლო თანამშრომლობა ევროპის სამომავლო მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის და კეთილდღეობისთვის.
მოხარული ვარ, რომ დღესდღეობით ვხედავთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს, რომელმაც არაერთი გამოწვევის ფონზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა საერთაშორისო არენაზე. გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა ხაზი გავუსვა, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ საუკუნოვან მეგობრობას, ძლიერ კულტურულ კავშირებსა და წარმატებულ პოლიტიკური თანამშრომლობას.
მსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. ღრმად მწამს, რომ თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების საერთო ძალისხმევით, არაერთ სამომავლო მიღწევას ვიხილავთ ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი წერილში ანგელა მერკელის ბოლო ვიზიტს იხსენებს თბილისში და აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართული გულწრფელი შეხვედრა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული პარტნიორობის სამომავლო შესაძლებლობებს ასახავდა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24