პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს

03.10.18 18:15


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალი ხურვალეთიდან სამი მცირეწლოვანი შვილის დედის, მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, უნდა გაკეთდეს მაქსიმუმი, რომ ოთინაშვილი თავის სამ მცირეწლოვან შვილს დროულად დაუბრუნდეს.

"ჩვენ ჯერ კიდევ დილით ვვარაუდობდით, რომ რამდენიმე საათში გაირკვეოდა მისი გათავისუფლების საკითხი, თუმცა, ამ დრომდე ეს ვერ მოხერხდა.

შესაბამისი უწყებები 24-საათიან რეჟიმში იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და კომუნიკაციის არხს უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქის გასათავისუფლებლად, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები.

მე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, დღესვე პირადად შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ მომხდართან დაკავშირებით. უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქე ოჯახს, თავის სამ მცირეწლოვან შვილს დროულად დაუბრუნდეს",-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

37 წლის მაია ოთინაშვილი ოკუპანტებმა 29 სექტემბერს დააკავეს.

2 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ ოთინაშვილს ორთვიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ მას 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები