პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მაია ოთინაშვილის საკითხზე ინფორმაცია მიაწოდა

04.10.18 11:15


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მაია ოთინაშვილის საქმესთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს ყველა ბერკეტის ამოქმედება სთხოვეს.

"თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სტრუქტურის მიერ ყველა მექანიზმი ამოქმედებულია, რაც ჩვენს ხელთაა, რათა მაია ოთინაშვილის გათავისუფლება მოხდეს. ცხელი ხაზით კომუნიკაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი მდგომარეობის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია მივიღოთ და ამიტომაც არის ყველა ბერკეტი მობილიზებული. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა და ეჭვი შეიძლება არსებობდეს.

ამოცანა ისაა, რომ ყველა შესაბამის ორგანიზაციას ჰქონდეს წვდომა მასთან. ცხელი ხაზით ასევე მოთხოვნილი იყო სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახთან, რაზეც ამ ეტაპამდე ცხელ ხაზს არანაირი დასტური არ მიუღია, რაც რა თქმა უნდა, არ არის მისაღები. ეს მცდელობები აუცილებლად გაგრძელდება და უნდა გამოვთქვა იმედი, რომ ძალიან პრაგმატული და რაციონალური მიდგომა იქნება გამოყენებული.

„ჩვენ საქმე თავისთავად უკანონო ფაქტთან გვაქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც საუბარია ქალზე, სამი არასრულწლოვანი შვილის დედაზე, რომელსაც ბავშვები სახლში ელოდებიან.

ქალზე, რომელიც ამდენი წელია ისედაც ძალიან მძიმე ვითარებაში მავთულხლართების პირისპირ ცხოვრობს. როდესაც ასეთ მოქმედებებს აქვს ადგილი, ბუნებრივია ამას არანაირი, არც სამართლებრივი და არც ადამიანური გამართლება არ გააჩნია და ჩვენი მოთხოვნაცა და მცდელობაც იქითკენაა მიმართული, რომ ოჯახს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები