პოლიტიკა
04.10.18 15:40
ყირგიზეთის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-17 საშემოდგომო სესია გაიხსნა.
სესიის ფარგლებში, საპარლამენტო ფორუმის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე, როგორიცაა მიგრაცია, ტერორიზმი, გარემოს დაცვითი ღონისძიებები, ეკონომიკური თანამშრომლობა, რეგიონული უსაფრთხოება და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა მოხსენებებს გაეცნობიან და დისკუსიას გამართავენ.
საშემოდგომო სესია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობა მიმოიხილა და ეუთოს პრინციპების დაცვის ვალდებულებებზე ისაუბრა. როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეუთოსადმი ნდობის შემცირება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ორგანიზაციის იმიჯს, არამედ იგი უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფოებს შორის დიალოგის და სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის პროცესზე, რომლის მაგალითსაც საქართველოს ოკუპაცია და უკრაინის კონფლიქტი წარმოადგენს. „ეუთოს გავლენის გაძლიერებისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ახალი გზების ძიებას, რათა საპარლამენტო დიალოგის ფარგლებში მეტი ინკლუზიური მუშაობა წარიმართოს და ქვეყნებს გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცეთ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
საპარლამენტო ასამბლეის 300-მდე დელეგატს, ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი და პარლამენტის სპიკერი, დასტანბეკ დჯუმანბეკოვი მიესალმნენ. სესიის ფარგლებში საკომიტეტო მოსმენების პარალელურად, ყირგიზეთის დედაქალაქში თემაზე - „უსაფრთხოების დიალოგის ხელშეწყობა ცენტრალურ აზიაში და მის ფარგლებს გარეთ“ საპარლამენტო კონფერენცია გაიმართება.
ბიშკეკში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით ესწრება.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24