პოლიტიკა

შს მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

04.10.18 16:30


საქართველოს ვიცე–პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შაბთაი ცურს შეხვდა.

ახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ეფექტურად ხორციელდება საპოლიციო არხებისა და ისრაელის სახელმწიფოს პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ატაშეს მეშვეობით.

გიორგი გახარიამ საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უკანონო მიგრაციის სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასთან დაკავშირებით სრული მზადყოფნა გამოთქვა.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ისრაელში ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გამართვის თაობაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის პოლიციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის უკანონო მიგრაციასთან, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებასთან და კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები