„გენოციდის“ წყურვილი, ნამდვილ გენოციდზე პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად

23.09.23 19:50


2023 წლის 21 სექტემბერს, თითქმის სწორედ მაშინ, როდესაც ქალაქ ევლახში დაიწყო აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა ყარაბაღელი ჰაის თემის წარმომადგენლებთან, რომელიც მიეძღვნა ამ უკანასკნელის აზერბაიჯანის სახელმწიფოში რეინტეგრაციის დაწყების საკითხებს, ჰაის ნაციონალისტურმა მედიაწყაროებმა "ჩაუშვეს" ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს აზერბაიჯანის ჯარებმა „დაარღვიეს ზავი“ და „უტევენ სტეფანაკერტს“ (ხანკენდი). ამის დასტურად მოჰყავდათ კადრები ხანკენდის ქუჩებიდან, სადაც შორიდან ისმოდა სროლები და აფეთქებები. მაშინვე აგორდა ისტერიის ახალი ტალღა იმის თაობაზე, რომ „ყარაბაღულ ჰაის გენოციდი ემუქრება“.


იმავდროულად, აზერბაიჯანს, რომელიც მეთოდურად იღებს კონტროლის სადავეებს ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელიც ბოლო დრომდე რუსი „სამშვიდობოების“ და სეპარატისტების კონტროლქვეშ იყო, არაფერში სჭირდება გასროლა და სისხლისღვრა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პრინციპში ვეღარაფერს შეცვლის - სეპარატისტები დანებდნენ, ისინი განიარაღდებიან და ტოვებენ პოზიციებს, რომლებიც აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშაა. ახალი წინააღმდეგობის გაწევის არავითარი შანსი მათ აღარ აქვთ. ბოლო „1 დღიანი ომის“ დროს მათი ფორმირებები მთლიანად განადგურდა. უკვე არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი საათით ადრე ან გვიან განიარაღდებიან ან დათმობენ პოზიციებს სეპარატისტები.


პირიქით, აზერბაიჯანი დაინტერესებულია იმ ყარაბაღული ჰაით, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის მოქალაქეობის მიღება მშვიდად, ორგანიზებულად და ზედმეტი აურზაურის გარეშე და განსაკუთრებით ძარცვისა და მასობრივი ხანძრის (თვით ჰაის მიერ) სახით გარეშე დატოვოს საკუთარი ტერიტორია. აზერბაიჯანის მოქალაქეობის მსურველებმაც დაიწყეს ამ საკითხის ორგანიზებულად მოგვარება აზერბაიჯანის სამოქალაქო ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან. ჯარმა თავისი საქმე შეასრულა და ყველა პრობლემა სიზუსტით გადაჭრა. აზერბაიჯანის არმიამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა შეასრულა, ამიტომ სამოქალაქო ხელისუფლების ჯერი დადგა რეინტეგრაციაში ჩართვისა და მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებისთვის.


მაგრამ "გენოციდის", "მოქალაქეების მკვლელობის", "სისხლისა და ნგრევის" სურათები უბრალოდ აუცილებელია საერთაშორისო ჰაი ლობისთვის და მისი პროპაგანდისთვის. მათ სასწრაფოდ სჭირდებათ "დადასტურება" იმისა, თითქოს "1915 წლის გენოციდი" გრძელდება. ყველაზე დიდი მარცხი და „ცხოვრებისეული მიზნის ფიასკო“ მათთვის იქნება, თუ ყარაბაღის რეინტეგრაცია მშვიდობიანად და მშვიდად განხორციელდება. ჰაის ლობისთვის საუკუნის მარცხი იქნება, თუ არ იქნება ცხედრები, სისხლი, "სისასტიკის" სურათები და თუ აზერბაიჯანულ ყარაბაღში ჰაის თემი ისევე მშვიდობიანად იცხოვრებს, როგორც თურქულ სტამბულში ცხოვრობენ. ამიტომ კვლავაც ადგილი აქვს პროვოკაციებს. თანაც, შესაძლოა სისხლიან და საზიზღარ პროვოკაციებსაც. შესაძლოა სეპარატისტებმა, რომლებსაც იარაღი ჯერ არ დაუყრიათ, აზერბაიჯანის არმიის ფორმა გადაიცვან და დემონსტრაციულად დახოცონ თავიანთი ჰაის მშვიდობიანი მოსახლეობა, შემდეგ კი დაიწყონ „გენოციდის“ ამსახველი კადრების გავრცელება სოციალურ ქსელებში. ასევე შესაძლებელია თავდასხმები აზერბაიჯანელ სამხედროებზე საპასუხო ცეცხლის პროვოცირებისა და ყარაბაღის მშვიდობიანი რეინტეგრაციის ჩაშლის მიზნით. შესაძლებელია ბავშვების გატაცება და მათი „სასტიკი მკვლელობების“ ყალბი კადრების გავრცელება. თავად სეპარატისტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოაწყონ მკვლელობები.


დიდი ალბათობით, სეპარატისტი დამნაშავეები გეგმავენ პროვოკაციას - შექმნიან სურათს "მოქალაქეების სისხლისღვრა და ჰაიების პანიკური გაქცევა ყარაბაღიდან", რათა მოითხოვონ სასწრაფო "ჰუმანიტარული დერეფანი" სომხეთში. შემდეგ მათ შეუძლიათ "ჩაიკარგონ" და "გაძვრნენ" დევნილთა ბრბოში.


დღეს სეპარატისტებს მსგავსი პროვოკაციებისთვის ფაქტიურად რამდენიმე კვირიანი "სარკმელი" რჩებათ. ეს მაშინ, როდესაც სეპარატისტული ე.წ. „სახელისუფლებო ორგანოები“ იშლება და წყვეტენ მუშაობას, მაგრამ აზერბაიჯანის პოლიციას და სამოქალაქო ადმინისტრაციას ჯერ არ დაუწყია გათავისუფლებული ტერიტორიების კონტროლი.


დღეს სეპარატისტების ლიდერები მზად არიან გადაიხადონ ნებისმიერი თანხა, რათა ყარაბაღი რუსი სამშვიდობოების საფარქვეშ დატოვონ და დანაშაულზე პასუხისმგებლობა აირიდონ. ლაჩინის საგუშაგოზე „შემოპარვა“ აღარ იქნება შესაძლებელი. სეპარატისტი კრიმინალების მასიური გაქცევის ორგანიზება აეროპორტის გავლით ხოჯალისკენ, რათა ეს შეუმჩნევლად მოხდეს, მათთვისაც პრობლემატურია.


თამამად შეიძლება ითქვას, რომ სეპარატისტებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ჯგუფები ხოჯალის აეროპორტისკენ მიმართეს, რომელსაც რუსი სამშვიდობოები იყენებდნენ, რათა შემდეგ ამ ბრბოს ამოეფარონ და პირველები გაიქცნენ. ამაში არის გარკვეული სიმბოლიზმი - იმ მიწაზე, სადაც სეპარატისტებმა მოაწყვეს აზერბაიჯანელების გენოციდი, ცივსისხლიანად კლავდნენ აზერბაიჯანელ დევნილებს, ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც 1992 წლის საშინელ თებერვალში მინდვრებითა და ტყეებით მშობლიური სახლებიდან გარბოდნენ, დღეს ისევ დევნილთა ბრბოს კრებენ - ამჯერად ჰაის თემის წარმომადგენლებს.

 


ალექსანდრე ჩხეიძე

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები