ეკონომიკა
15.11.23 16:40
კერძო სექტორთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოში, რაც საშუალებას იძლევა, მთავრობა იყოს უფრო ღია, ხოლო კერძო სექტორი იყოს არა მხოლოდ მომსახურების სერვისის კონტრაქტორი, არამედ ინოვაციური პროცესის ნაწილი, რომ უფრო მეტი ღირებულება შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის. ეს უზრუნველყოფს მეტ კომფორტს, ხელმისაწვდომობას და უკეთეს სამუშაო პროცესს ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ლისაბონში გამართულ ტექნოლოგიურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „Innovate or regulate.“
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Web Summit 2023 მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიებაა, რომელსაც 160 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. სამიტზე, სადაც მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიები იყრიან თავს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული კომპანიებიც მონაწილეობენ.
მათივე ცნობით, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ციფრული ტრანსფორმაციისადმი, ასევე აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტექნიკური ეკოსისტემის გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობა. მისი თქმით, ქვეყანამ მიიღო ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალაა.
„ჩვენ ვაშენებთ ცოდნაზე ორიენტირებულ ეკონომიკას და ვფიქრობ, Web Summit ეფექტური პლატფორმაა ერთმანეთთან ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. კარგად ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო პარტნიორობით, საერთო ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობით და თანამშრომლობის კულტურის განვითარებით ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად გავუხსნათ გზა ტრანსფორმაციულ ცვლილებებს კრეატიულობისა და რესურსების სიმდიდრისკენ, რაც ყველასთვის პროგრესისა და კეთილდღეობის მომტანია“, - აღნიშნა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს და მიესალმება ინოვაციურ გადაწყვეტილებებს კერძო სექტორისგან.
„ჩვენ ვაღიარებთ იმ ფასდაუდებელ წვლილს, რომელიც კერძო საწარმოებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ გამოწვევების დასაძლევად, ასევე, მდგრადი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობების შესაქმნელად“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
უწყების განმარტებით, ეკონომიკის მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნო ის ინიციატივები, მათ შორის, საგადასახადო შეღავათები საერთაშორისო IT კომპანიებისთვის, რომელთა შედეგად საქართველოში შემოვიდა 100-ზე მეტი IT კომპანია და დასაქმდა 10 000-ზე მეტი ადგილობრივი თუ რეგიონალური სპეციალისტი. მისი შეფასებით, საქართველო ქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესგარემოს, რაც საერთაშორისო რეიტინგებითაც დასტურდება.
ipn.ge
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24