პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი - ვენეციის კომისიამ პოლიტიკური შეფასებები გააკეთა და მიუთითა, როგორი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია, ეს ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება

27.06.24 12:03


ვენეციის კომისიამ, სამართლებრივის ნაცვლად, პოლიტიკური შეფასებები გააკეთა და სხვა მიმართულების სურვილებზე მიუთითა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია, რაც ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციით ყველა ადამიანის უფლებაა დაცული, რაც ასევე ყველა კანონით იქნება უზრუნველყოფილი.

 

„ვენეციის კომისიამ ისეთი დასკვნა დაწერა, რომელმაც, ფაქტობრივად, სამართლებრივი შეფასების ნაცვლად, პოლიტიკური შეფასებები გააკეთა და სულ სხვა მიმართულების სურვილებზე მიუთითა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია ამ საკითხზე, რაც ქართველი ხალხის ნებასაც ეწინააღმდეგება, სურვილსაც და იმ პრინციპებსაც, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. საქართველოს კონსტიტუციით ყველა ადამიანის უფლებაა დაცული განურჩევლად ნებისმიერი ნიშნის. რა თქმა უნდა, ეს ასე იქნება ყველა კანონით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები