საზოგადოება

აშშ-ის საელჩო - გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს, ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად

27.06.24 10:07


საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვებას ულოცავს.

 

„საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას!

 

გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად!“ – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა. „ჯვაროსნები“ თავიანთ პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდნენ.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები