პოლიტიკა

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

28.06.24 10:09


სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანს მეთიუ მორისს და კონგრესის თანამშრომლობის განყოფილების უფროსს მარიტე მორასს შეხვდა.

 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების შესაძლებლობებზე და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აპარატის მიერ გაწეულ იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაშიც, სახალხო დამცველის აპარატს წლების განმავლობაში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი უჭერდა მხარს.

 

„მხარეებმა, ამ ეტაპზე საქართველოს რეგიონებში და თვითმმართველობებში არსებული მდგომარეობა და სახალხო დამცველის აპარატის ახალი რეგიონული ოფისების მუშაობა განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

 

შეხვედრა 2024 წლის 27 ივნისს, სახალხო დამცველის სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები