პოლიტიკა

ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს ერთმანეთის ინიციატივებს, ეს ფუნდამენტურ დონეზე მნიშვნელოვანია

27.06.24 17:06


აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობა ძალიან მრავალმხრივია და ინტენსიურად ხორციელდება.

 

როგორც მან თავის ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები.

 

„დღეს ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ როგორც აქამდე მიღწეული შედეგები, ასევე ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა. ინტენსიური თანამშრომლობისა და საუბრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის ურთიერთობა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობა ძალიან მრავალმხრივია და ინტენსიურად ხორციელდება. 2023 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, ასევე მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანში. მთავრობათაშორის მჭიდრო ურთიერთობა არის ყოველთვის“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

 

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალური ბაქო საერთაშორისო დონეზე ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ აქტიური საკითხები განიხილოს.

 

„ჩვენი დღის წესრიგი იყო პოლიტიკური დიალოგს წარმართვა. ასევე, საერთაშორისო პლატფორმაზე მჭიდრო ურთიერთობის დონეზე, მაგალითად, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ასევე, სხვა უწყებებში განსახორციელებელ გეგმებზე ვისაუბრე. აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს ერთმანეთის ინიციატივებს, ეს ფუნდამენტურ დონეზე მნიშვნელოვანია. საერთაშორისო იურიდიული ნორმების ფარგლებში აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ. ორმხრივი და მრავალმხრივი პლატფორმებს გარდა, ძალიან სასარგებლო სამმხრივი პლატფორმაც გვაქვს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ფორმატი“,- განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები