საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი - დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს

27.06.24 12:38


მართლაც დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა. კიდევ ერთი ოცნება აგვიხდა - ეს ოცნება გუშინ ჩვენმა ბიჭებმა, მწვრთნელმა, მთლიანად გუნდმა, ფედერაციამ აგვიხდინეს. განსაკუთრებული სიამაყეა, რომ ლევან კობიაშვილი არის ჩვენი კოლეგა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრი!- ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა.

 

მან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შემდგომი გამარჯვებები უსურვა და მადლობა გადაუხადა ქომაგებს, რომლებმაც "გამარჯვების მომტანი აურა შექმნეს".

 

„მინდა მოგმართოთ თქვენც და ჩვენს საზოგადოებას - მართლაც დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა. კიდევ ერთი ოცნება აგვიხდა - ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, ახლა უკვე მერვედფინალში ვართ, რაც იყო ბევრი თაობის როგორც ფეხბურთელის, ისე გულშემატკივრის ოცნება და ეს ოცნება გუშინ ჩვენმა ბიჭებმა, მწვრთნელმა, მთლიანად გუნდმა, ფედერაციამ აგვიხდინეს. განსაკუთრებული სიამაყეა, რომ ლევან კობიაშვილი არის ჩვენი კოლეგა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრი! განსაკუთრებული მადლობა მას, როგორც ჩვენს კოლეგას! დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს, ვუსურვოთ შემდეგი გამარჯვებები, როგორც ეს ოცნებები აგვიხდინეს, ასე უნდა აგვიხდეს შემდეგი ოცნებები და ჩვენ უკვე შემდეგ ეტაპებზე უნდა გავიდეთ! მივულოცოთ ჩვენს ბიჭებს! დიდი მადლობა მათ და უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა ქართველ ხალხს, ჩვენს გულშემატკივრებს რომლებმაც შექმნეს ის ატმოსფერო, რომ დაარწმუნეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ბიჭები და შექმნეს ის აურა, რომელმაც საბოლოოდ ეს გამარჯვება მოგვიტანა. ამ გამარჯვებული განწყობით გთხოვთ, რომ მოემზადოთ რეგისტრაციისთვის”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები