ანალიტიკა

არჩევნები ირანში: მთავარი ფავორიტები არიან აზერბაიჯანელი მასუდ პეზეშკიანი და ნახევრად აზერბაიჯანელი საიდ ჯალილი

28.06.24 13:10


2024 წლის 28 ივნისს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის გარდაცვალების შემდეგ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ანალიტიკოსთა უმეტესობის აზრით, პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას, შესაბამისად, დიდი ალბათობით, არჩევნების მეორე ტური იქნება. თუმცა ფავორიტები უკვე გამოიკვეთა.

 

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ლიდერობს 3 კანდიდატი და აქვს გამარჯვების კარგი შანსი: ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მასუდ პეზეშკიანი, პარლამენტის თავმჯდომარე მუჰამედ ბაქირ ღალიბაფი და კონსერვატიული პოლიტიკოსი, ირანის რელიგიური ლიდერის წარმომადგენელი ეროვნულ უშიშროების უზენაეს საბჭოში საიდ ჯალილი.

 

წარმოშობით ირანის აზერბაიჯანელი მასუდ პეზეშკიანი პრეზიდენტის სეიედ მუჰამედ ხათამის მეორე ვადის განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა. გარდა ამისა, ის იყო პარლამენტის წევრი და ასევე იყო მეათე მოწვევის ისლამური საკონსულტაციო საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

 

პეზეშკიანს, ანალიტიკოსების აზრით, ორი მთავარი უპირატესობა აქვს. ჯერ ერთი, რეფორმისტული ფრთის ერთადერთი კანდიდატია და მეორეც, ის აზერბაიჯანელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია დაეყრდნოს ირანის ისლამური რესპუბლიკის ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და თურქების აბსოლუტური უმრავლესობის ხმებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40 %-ია.  ამ ორი მიზეზის გამო პეზეშკიანი წინასაარჩევნო გამოკითხვებში ლიდერობდა.

 

უკანასკნელი ცნობებით, მასუდ პეზეშკიანი მხირედი სხვაობით უსწრებს მთავარ კონსერვატიულ ოპონენტს საიდ ჯალილის. ირანული მედია იტყობინება, რომ სეპაჰ ყუდსის ძალების მეთაურმა, გენერალმა ისმაილ ქაანმა არჩევნების წინა დღეს გამართა შუამავლობითი მოლაპარაკებები ღალიბაფსა და ჯალილს შორის. ღალიბაფს, რომელსაც დიდი ხანი ეკავა ხელისუფლების სხვადასხვა მაღალ თანამდებობა, ძლიერი მხარდაჭერა აქვს IRGC-ის გენერლებს შორის, თუმცა მისი პოლიტიკური გავლენა მცირეა. ეს ფაქტორი მის გამარჯვების მთავარ შანსად ითვლება. IRGC-ის მეთაურებს სურდათ, რომ ჯალილს ღალიბაფის სასარგებლოდ მოეხსნა კანდიდატურა  პრეზიდენტობაზე. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, თავდაპირველად ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ჯალილი, რომელნაც სამი წლის წინ რაისის სასარგებლოდ დაიხია უკან, ამჯერად ღალიბაფთან დათმობაზე წასულიყო. დიდი ალბათობით, პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ორივე კონსერვატიული კანდიდატის ხმები შეიძლება გაერთიანდეს.

ასეთ შემთხვევაში, მეორე ტურში IRGC-ის მიერ მხარდაჭერილი კონსერვატიული კანდიდატების ხმები გაერთიანდება და პეზეშკიანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსები შემცირდება. ამის ალბატობა დიდია, რადგან ირანში კონსერვატორები მნიშვნელოვნად კარგავენ მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ რა ცვლილებები მოხდება მაკსუდ პეზეშკიანის გამარჯვების შემთხვევაში ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკაში, როგორც გლობალურ კონტექსტში, ასევე სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში.

 

უკვე ცნობილია, რომ მასუდ პეზეშკიანს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბირთვული შეთანხმების (JCPOA) შესახებ მოლაპარაკებების განახლების იმედი აქვს და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს. The Guardian-ის ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პეზეშკიანმა შესაძლოა „გადახედოს“ ირანის ურთიერთობებს რუსეთთან, რათა „აღმოსავლეთის ზესახელმწიფოებმა (ჩინეთი და რუსეთი) არ იფიქრონ, რომ ისინი ირანის ერთადერთი ვარიანტია“. ამრიგად, სავსებით სავარაუდოა, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის სომეხი რევანშისტების წინა „კოორდინირებული“ მხარდაჭერა, რამაც ხელი შეუშალა სატრანზიტო მარშრუტების გახსნას სამხრეთ კავკასიაში (იგივე ზანგეზურის დერეფანი), წარსულში დარჩეს. თავად თურქი მასუდ პეზეშკიანი, ცხადია, უფრო გადაიხრება თურქული ქვეყნებისა და საქართველოს გამაერთიანებელი პროექტებისკენ შუა დერეფანში. შესაძლოა, ამ პროექტებში ირანის ჩართვასაც ეცადოს.

 

ის ფაქტი, რომ მასუდ პეზეშკიანი უკვე საუბრობს (ჯერჯერობით მხოლოდ დროებით) რუსეთთან ურთიერთობის გადახედვაზე, იმაზე მეტყველებს, რომ ირანი შესაძლოა დაუახლოვდეს სხვა ქვეყნებს მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში. ვინაიდან შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან დაახლოება არ გამოდის (მიუხედავად წინააღმდეგობების სავარაუდო შემცირებისა), შეიძლება ველოდოთ თურქეთთან დაახლოებას. პეზეშკიანს, როგორც რეფორმატორს, შეუძლია შიდა ცვლილებებიც განახორციელოს, რომლებიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ უფრო ჰარმონიულ ეთნიკურ ურთიერთობებს. კერძოდ, მისგან შეიძლება ველოდოთ სპარსული ნაციონალიზმის პროპაგანდის დასრულებას და აზერბაიჯანელებისა და ქვეყნის სხვა თურქი ხალხების იდენტობის შენარჩუნების უფრო დიდ შესაძლებლობებს. ასევე მოსალოდნელია, რომ მასუდ პეზეშკიანი უარს იტყვის თეირანის ძველებურ პოლიტიკაზე, რომელიც ცალსახად მხარს უჭერს ერევნის ხელისუფლების ანტიაზერბაიჯანულ და თურქოფობიურ პოლიტიკას.

 

ზოგადად, პეზეშკიანის არჩევნებში გამარჯვება საერთაშორისო საზოგადოებამ შეიძლება აღიქვას პოზიტიურ სიგნალად ირანის პოლიტიკაში შესაძლო ცვლილებების შესახებ. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცებას და ახალი შესაძლებლობების გახსნას საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, ასევე შეამციროს „კონფრონტაციის ხარისხი“ ირანს, ერთის მხრივ, და შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის, მეორეს მხრივ.

 

მიმდინარე არჩევნებში IRGC აშკარად ეყრდნობა საიდ ჯალილს, რადიკალურად კონსერვატიულ პოლიტიკოსს, რომელიც, ამავე დროს, ახლოსაა ირანის ისლამური რესპუბლიკის აზერბაიჯანული საზოგადოებისთვის და, შესაბამისად, შეუძლია კონსერვატიული აზერბაიჯანელების ხმების იმედი ჰქონდეს. საიდ ჯალილი დაიბადა 1965 წლის 6 სექტემბერს მაშჰადში (რეზევი ხორასანის პროვინცია). მამამისი ბირჯანდიდან იყო და მუშაობდა მაშჰადის ნავაბ საფავის დაწყებით სკოლაში დირექტორად; ხოლო დედამისი აზერბაიჯანელია არდაბილიდან.

 

დღეს საიდ ჯალილი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველი ელიტის ნაწილი და იკავებს პოზიციებს საგარეო ურთიერთობების სტრატეგიულ საბჭოში და წესრიგის დამყარების საბჭოში, ასევე გახლავთ აიათოლა ხამენეის წარმომადგენელი ეროვნული უშიშროების უმაღლეს საბჭოში. მანამდე ის მსახურობდა ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე და ხელმძღვანელობდა ბირთვულ მოლაპარაკებებს ირანსა და დასავლეთს შორის, რომელშიც ზოგადად ძლიერ ანტიდასავლურ პოზიციები ეჭირა.

 

საიდ ჯალილის არჩევა მკვეთრად გაზრდის "დიდი ომის" ალბათობას ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ირანის წინააღმდეგ. რაც შეეხება ირანის კავკასიურ პოლიტიკას, არავითარი ნიშნები იმისა, რომ საიდ ჯალილის დროს IRGC-ს მიენიჭება კარტ ბლანში სომეხი რევანშისტების მხარდასაჭერად და სამხრეთ კავკასიაში ახალი ომის გასაჩაღებლად, არ არსებობს. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისათვის მთავარი საფრთხე კვლავ საფრანგეთიდან მოდის.

 

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მესამე ფავორიტი, მუჰამედ ბაქირ ღალიბაფი, ასევე არ არის „წმინდა სპარსი“. მისი მამა ჰუსეინ ყალიბაფი წარმოშობით ქურთია, ხოლო დედა ხაირუნ ნისა ბუჯმეჰრანი სპარსული წარმოშობისაა. ის არის კონსერვატიული ბანაკის ერთ-ერთი ყველაზე ზომიერი და პრაგმატული წარმომადგენელი და მხარდაჭერა აქვს როგორც პოლიტიკურ ელიტაში, ასევე მოსახლეობაში. სწორედ მისი „ზომიერების“ გამო, IRGC უპირატესობას ანიჭებს არა მას, არამედ საიდ ჯალილს. თუმცა, თუ არჩევნების მეორე ტურში გადავა არა საიდ ჯალილი, არამედ მუჰამედ ბაქირ ღალიბაფი, მაშინ IRGC აუცილებლად დაუჭერს მხარს ამ უკანასკნელს, რათა ხელი შეუშალოს მაკსუდ პეზეშკიანის გამარჯვებას. მუჰამედ ბაქირ ღალიბაფის საბოლოო გაპრეზიდენტების შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, ირანის პოლიტიკა იგივე მიმართულებას შეინარჩუნებს, როგორც ებრაჰიმ რაისის დროს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მიმართებაში.

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები