პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - თუ რამის თავი გაქვთ და პრემიერ-მინისტრთან დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში

27.06.24 15:29


თუ რამის თავი გაქვთ და პრემიერ-მინისტრთან დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში და აქ დაუმტკიცეთ თქვენს ამომრჩევლებს, რომ ძლიერი პოლიტიკოსები ხართ - სხვა შემთხვევაში, მშრალი ანგარიშით იქნებით წაგებული, - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას.

 

მისი თქმით, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" და რადიკალური ოპოზიცია დიდგულზე ტელეკამერების წინ არის, სინამდვილეში კი სხდომებს ვერ ესწრებიან.

 

"თუ რამის თავი აქვთ და მართლა შეუძლიათ პრემიერ-მინისტრთან დებატებში ჩართვა, მოვიდნენ პარლამენტში და აჩვენონ ხალხს, რა შეუძლიათ. ერთი, რა კითხვებს დასვამენ და რა პასუხებს გასცემენ დებატებში. მაგრამ, პოლიტიკური ანგარიში რასაც აჩვენებს, აქამდე, ბატონი ირაკლი კობახიძე ყოველთვის გამარჯვებული იყო ამ რადიკალებთან, საპარლამენტო დებატებში. ალბათ, მაგიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ დაესწრონ სხდომებს. მაინც, სხდომის წინ, რამდენიმე საათით ადრე, ჩვენ მოვუწოდებთ, თუ რამის თავი გაქვთ, მართლა დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში და აქ დაუმტკიცეთ თქვენს ამომრჩევლებს, რომ ძლიერი პოლიტიკოსები ხართ. სხვა შემთხვევაში, მშრალი ანგარიშით იქნებით წაგებული," - განაცხადა თალაკვაძემ.

 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის მუშაობის ანგარიშით, პარლამენტის წინაშე, ხვალ წარდგება.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები