პოლიტიკა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება

28.06.24 12:42


დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხია - პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება.

 

დღევანდელ პლენარულ სხდომას და შესაბამისად, მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას, ესწრებიან როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრები, ისე თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მეთაურები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები.

 

იგეგმება თუ არა რიგგარეშე სხდომების ჩანიშვნა, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები