ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა 2024 წლის 27 ივნისისთვის წინა წლის ექსპორტის სრულ მაჩვენებელს გადააჭარბა

28.06.24 11:51


2024 წლის 1-ელი მაისიდან 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით, საქართველოდან 3.7 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა, გასული წლის მოცვის ექსპორტის სრულმა მაჩვენებელმა 3.4 ათას ტონა შეადგინა.

 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობითვე, 2024 წლის 1-ელი მაისიდან 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებული მოცვის ღირებულება 22.0 მლნ აშშ დოლარია. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 2.4 ათასი ტონით (2.9-ჯერ), ხოლო ღირებულება - 13.8 მლნ აშშ დოლარით (2.7-ჯერ) გაიზარდა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები