პოლიტიკა
27.09.18 16:50
„ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევა და ამ შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” კანდიდატებმა, ჯამში, ხმების 27%-ზე მეტი ვერ მიიღონ.
„ასეთი კვლევები ჩვენ მუდმივად გვახსოვს არჩევნებიდან, თუმცა, შემდეგ გვახსოვს არჩევნებიც, არჩევნების შედეგებიც, ყოველთვის. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევა და ამ შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ამოცანა არის ჩვენთვის რა, „ნაციონალური მოძრაობის” ორივე კანდიდატმა ერთად აიღო 27%-ი 2017 წლის არჩევნებში, მანამდე 27%-ი აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ” 2016 წლის არჩევნებში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ 27%-ს არ გასცდეს „ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც აქვს უამრავი დანაშაული ჩადენილი საქართველოს წინაშე და მთავარი დანაშაული უკავშირდება, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ”, სააკაშვილმა, ჩააბარეს რუსეთს ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი. ეს არის მათი უმძიმესი დანაშაულის შედეგი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძე კომპანია „ედისონ რისერჩის” კვლევის შედეგებსაც გამოეხმაურა.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” კვლევა, ჩვენ ჩვენს შიდა კვლევებს არ ვასაჯაროებთ, რაც არის ლოგიკური, იმიტომ, რომ, ბუნებრივია, „ქართული ოცნების” კვლევა ვერ იქნება ფართო საზოგადოებისთვის დასკვნების გამოტანის საფუძველი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა” რომ აქვეყნებს თავის კვლევებს, მათ აქვთ, არ ვიცი, ალბათ რაღაც იაფფასიანი გათვლა, რომ შეიძლება ამან რაიმე გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. ბუნებრივია, ყველამ იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის” კვლევა, ეს არის, „ნაციონალური მოძრაობის” კვლევა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24