პოლიტიკა

"რუსეთის ფედერაცია განაგრძობს უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელებას ლუგარის სახელობის ცენტრზე"- საქართველოს საგარეო უწყება

28.09.18 10:20


რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შესახებ რუსულ მედიაში გავრცელებულ პროპაგანდისტულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელებას რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრთან დაკავშირებით, რაც არ ასახავს სინამდვილეს და მისი მიზანია საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების რეპუტაციის შელახვა.

ლუგარის კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთეული და მისი ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ.

მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო მასპინძლობს საერთაშორისო მარჯის მოცემულ ობიექტზე აღნიშნულ ღონისძიებაში. 20-მდე ქვეყნის ექსპერტებთან ერთად მონაწილეობის მიღება შეთავაზებული იქნა რუსი სპეციალისტებისთვის სამწუხაროდ რუსეთისგან მიღებული იქნა კატეგორიული უარი.“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები