პოლიტიკა

მიროსლავ ლაიჩაკის თქმით, საქართველო ასოცირების დღის წესრიგის შესრულების პროცესში მოწინავე ქვეყანაა

28.09.18 10:30


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მეგობრობა და მჭიდრო პარტნიორობა.

სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ არჩევანს, აღინიშნა რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს ამ გზაზე და იგი მოწინავე ქვეყანაა რეფორმების, ასოცირების დღის წესრიგის შესრულების პროცესში დაასევე პასუხობს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისათვის საჭირო მოთხოვნებს.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საუბარი შეეხოსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველოს ტეიტორიების საკითხიდა იქშექმნილი ვითარება მუდმივად იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

დავით ზალკალიანმა კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა, ასევე საქართველოს მთავრობის პროგრამის პრიორიტეტების და ქვეყნისგანვითარების ხედვა.

მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიური თანამშრომლობით ხელი შეუწყონ ორი მეგობრული ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები