პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ოფიციალურ მიღებას დაესწრო

28.09.18 10:45


საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სებასტიან ჰუსონ დე სამპინის, გაწეული სამწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბანკს შორის წარმატებულ თანამშრომლობას.

„მნიშვნელოვანია გვყავდეს ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ამ საერთაშრისო საფინანსო ინსტიტუტს ჩვენს ქვეყანაში. მან შეძლო ეპოვნა არა მხოლოდ პარტნიორები, არამედ მეგობრებიც საქართველოში. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო ჩვენი თანამშრომლობა ასეთი წარმატებული. EIB რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია, ამის კიდევ ერთი დასტურია დღეს მიღწეული შეთანხმება, ბანკისაგან გრანტის გამოყოფის შესახებ. ევროპის საინვესტიციო ბანკი ნამდვილად ცვლის ქვეყანას, მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სექტორის განვითარებაში, მათ შორის, რეგიონულ პროექტებში“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა ბანკის ახალ რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მაჩიე ჩურას წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ღონისძებას EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მთავრობის წევრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესრწრებოდნენ.

„აღსანიშნავია, რომ გუშინ ქუთაისის წყალარინების პროექტის დასაფინანსებლად გრანტის გამოყოფის თაობაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ევროპის საინვესტიციო ბანკსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები