პოლიტიკა

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე მისვლას პოლიტიკოსებს სთხოვენ

28.09.18 11:15


შვილმოკლულმა მამებმა გუშინდელი ღამეც რუსთაველის გამზირზე გაათენეს. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე მისვლასა და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას პოლიტიკურ პარტიებს სთხოვენ.

"მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით, მმართველ პარტიასაც მოვუწოდებ"-ამბობს ზაზა სარალიძე.

პარლამენტის შენობის წინ მივიდა პაატა ბურჭულაძეც და შეკრებილებს სოლიდარობა გამოუცხადა. აქციაზე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიანობამდე იყო მობილიზებული პოლიციაც.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები