პოლიტიკა

ქართული კონტინგენტი ავღანეთში გააცილეს

28.09.18 13:00


საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითიბრიგადის 22-ე ბატალიონი და IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაშიჩა სართავად მზადაა.

დღეს ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი მშვიდობის მყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და ყურადღება მსოფლიოს უსაფრთხოებასა და მშვიდობის განმტკიცებაში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და მათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება უსურვა. სამშვიდობო კონტინგენტსმისიის წარმატრებით განხორციელება უსურვა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ–მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. საქართველოში აშშ–ისელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუთმა კი სამხედროებს ქართულად მიმართა.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები