პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე დღეს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

04.10.18 11:30


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა. როგორც პრემიერმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სუამ-ის ქვეყნების მთავრობების სხდომა.

„ეს იქნება ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების სხდომაში, სადაც კოლეგა ქვეყნებთან ერთად ვიმსჯელებთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომ განვავითაროთ ახალი რეგიონული პროექტები“, - განცხადა ბახტაძემ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები