პოლიტიკა

განათლების მინისტრმა მაია მიმინოშვილის შემცვლელად სოფო გორგოძე, თამარ სანიკიძის ნაცვლად კი გიორგი ვაშაკიძე დანიშნა

04.10.18 14:15


განათლების მინისტრმა მაია მიმინოშვილის შემცვლელად სოფო გორგოძე, ხოლო თამარ სანიკიძის ნაცვლად გიორგი ვაშაკიძე დანიშნა.

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე საზოგადოებას მისი მოადგილეები წარუდგინა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი – გიორგი ვაშაკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი – ბერიკა შუკაკიძე, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი – ზვიად გაბისონია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი – სოფო გორგოძე გახდა.

მინისტრის განცხადებით, მის მოადგილედ ინიშნება ნათია ზედგენიძე, ხოლო მოქმედი მოადგილე ალექსანდრე თევზაძე მინისტრის მოადგილის მოვალეობას 2018 წლის 31 დეკემბრამდე შეასრულებს.

ცნობისათვის, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს თავისი მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამავე დღეს გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მაია მიმინოშვილის, თამარ სანიკიძის, გიორგი მაჩაბლისა და მანანა მიქაბერიძის შემცვლელებს კონკურსის გზით არჩევდა.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები