მსოფლიო
31.07.20 17:40
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ASAN xidmət-ის რეგიონული ცენტრის გახსნაზე სომხეთის ხელისუფლებას “სოროსელები” უწოდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
“აშკარაა, რომ სომხეთში მომხდარი “რევოლუცია” სოროსის და მასთან დაახლოებული წრეების მორიგი პროვოკაციაა. დიახ, სომეხ ხალხს სძულდა წინა ხელისუფლება და არც მალავდა ამას.
წინა ხელისუფლება სიძულვილის ღირსიც იყო, თუმცა არც შემდგომი ხელისუფლება განსხვავდება მათგან. შემთხვევითი არაა, რომ სოროსის ფონდმა სომხეთს პანდემიასთან საბრძოლველად 600 ათასი დოლარი გამოუყო. ვის დაეხმარა კიდევ პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვას? აზერბაიჯანს დაეხმარა? არა.
აზერბაიჯანში სოროსის ფონდის კვალიც კი არ დარჩა, რადგან ისინი აქ პროვოკაციით იყვნენ დაკავებული და ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავდნენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრებდნენ. ამიტომაც “დავასრულეთ” ისინი. თუმცა მათ ფართოდ გაშალეს ფრთები სომხეთში და ამას არც მალავენ. ვიცით, რომ სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება სოროსის ფონდისგან იღებს ფულს, არის მათი ჯაშუში და მათ დაკვეთას ასრულებს”.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიევი სოროსის ფონდის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს.
2017 წელს The Guardian-ში გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც აზერბაიჯანის მმართველი ელიტის მიერ ლობისტურ სქემებზე დახარჯული ფულს შეეხებოდა, ალიევმა “სოროსის თანამზრახველების” მიერ შეკვეთილი სტატია უწოდა.
30 ივლისს, ალიევის გამოსვლის პარალელურად, სოროსის ფონდისა და ფაშინიანის ხელისუფლების კავშირების შესახებ სტატიები რუსულ მედიაშიც გაჩნდა.
დღესდღეობით, სოროსის ფონდის “დასრულებას” საქართველოში “ქართული მარშიც” მოითხოვს. აღნიშნულ თემაზე პრესკონფერენცია “ქართულმა მარშმა” ასევე, გუშინ, 30 ივლისს ჩაატარა.
სოროსის დაფუძნებულმა ფონდმა მხოლოდ 2014 წლამდე 80 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროგრამების განხორციელებისთვის. ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისა ეკლესიებისა და ფრესკების რესტავრაციაც – მათ შორის, ყინწვისის ანგელოზის ცნობილი ფრესკა, დავით გარეჯის მხატვრობა და ასე შემდეგ.
ამჟამად ფონდს რამდენიმე პროგრამა აქვს – ადამიანის უფლებები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, მედია, ევროინტეგრაცია და ა.შ.
ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წელს ნიუ-იორკის “ღია საზოგადოების ინსტიტუტმა” დააფუძნა. ღია საზოგადოების ფონდების ქსელი ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ფონდების, პროგრამებისა და ინსტიტუტების ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს ღია საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მსოფლიოში, განსაკუთრებით კი – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24