პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი - ევროპის საბჭოს რეზოლუცია სავსეა დეზინფორმაციული ჩანაწერებით

28.06.24 15:03


ევროპის საბჭოს რეზოლუცია სავსეა დეზინფორმაციული ჩანაწერებით. ეს რეზოლუციები სავსეა არა მხოლოდ ფაქტობრივი ტყუილებით, არამედ დეზინფორმაციული პროპაგანდით და ფასს უკარგავენ ევროსტრუქტურების ავტორიტეტს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.

 

იონათამიშვილის თქმით, დეზინფორმაცია, შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევის მცდელობები ევროპულ ღირებულებას არ წარმოადგენს.

 

„ეს რეზოლუციები დაცლილი უნდა იყოს სუბიექტური პასაჟებისგან და იყოს ობიექტური, თუმცა საპირისპირო ტენდენციებს ვხედავთ, რაც დამაზიანებელია. ეს ადამიანები ამბობენ, საქართველოში თუ არ იქნება კანონის უზენაესობა, ეს იქნება პროგრესიო, თუ არ იქნება გამჭვირვალობა, ეს იქნება კარგიო; საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება თუ დაკანონდება, ეს იქნება საუკეთესო გადაწყვეტილებაო. ეს არ არის გულშემატკივრობით მიღებული რეზოლუცია, ეს რეზოლუცია სავსეა დეზინფორმაციული ჩანაწერებით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები