მსოფლიო

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

28.06.24 15:33


ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.  „როიტერის“ ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება.

 

იმ შემთხვევაში, თუ ოთხი კანდიდატიდან ვერცერთი მოიპოვებს ხმათა 50%-ზე მეტს, მაშინ პირველ ორ კანდიდატს შორის მეორე ტური გაიმართება.

 

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მოსახლეობას მაღალი აქტივობისკენ მოუწოდა.

 

„ისლამური რესპუბლიკის გამძლეობა, სიძლიერე, ღირსება და რეპუტაცია დამოკიდებულია ხალხზე. აუცილებელია მაღალი აქტივობა“, – განაცხადა ირანის სულერმა ლიდერმა.

 

როგორც „როიტერი“ წერს, ირანში ბიულეტენებს ხელით ითვლიან, რის გამოც შედეგები, სავარაუდოდ ორ დღეში გამოცხადდება, თუმცა შესაძლოა, პირველადი მონაცემები უფრო ადრე გამოქვეყნდეს.

 

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობას: საიდ ჯალილი, მასუდ პეზეშქიანი, მოსტაფა პურმოჰამადი და ბაქერ ქალიბაფი.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები